Skip to content ↓

როგორ შევავსოთ ონლაინ განაცხადი

UWC კოლეჯების ონლაინ განაცხადის შევსების ინსტრუქცია:

1-ლი საფეხური: რეგისტრაცია და წვდომა პირად ანგარიშზე. 

ონლაინ განაცხადის შესავსებად, საჭიროა გადახვიდეთ მისაღები კრიტერიუმების ბმულზე Eligibility Criteriaდა დარეგისტრირდეთ. 

რეგისტრაციის გვერდზე თქვენ უნდა მიუთითოთ პერსონალური ელექტრონული მისამართი (E-mail), სახელი და გვარი (ინგლისურ ენაზე), და პაროლი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რათა გქონდეთ წვდომა თქვენს საკუთარ ანგარიშზე. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს - ანგარიშის შექმნა.

10 წუთის განმავლობაში, თქვენ მიიღებთ თქვენი ანგარიშის ბმულს სისტემაში შესასვლელად. მიჰყევით ამ ბმულს და პაროლის ჩაწერის შემდეგ, მოგეცემათ წვდომა თქვენს ანგარიშზე.

მნიშვნელოვანია: ავტომატურად გამოგზავნილი შეტყობინებები ზოგჯერ იბლოკება სპამის ფილტრების მიერ. ამიტომ, თუკი თქვენ არ მიგიღიათ შეტყობინება 10 წუთის განმავლობაში, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი სპამის საქაღალდე. 24 საათის მანძილზე, თუკი არ მიიღებთ ბმულს, შეტყობინების სახით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: georgia@uwcnc.org

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საჭიროა შეავსოთ მოკლე კითხვარი და აირჩიოთ მიმართულება:

  • UWC ეროვნული კომიტეტის სისტემა (წარმატებულმა კანდიდატებმა შეიძლება შეიტანონ განაცხადი სტიპენდიის ან გრანტის შესახებ, საჭიროების საფუძველზე);
  • ან UWC გლობალური შერჩევის პროგრამა (წარმატებულმა კანდიდატებმა სრულად უნდა დაფარონ UWC სკოლის ან  კოლეჯის სრული საფასური, საკუთარი ხარჯებით).

თუკი თქვენ აირჩევთ UWC ეროვნულ კომიტეტს, სისტემა თვითონ განსაზღვრავს რომელი კომიტეტის შერჩევის უფლება გაქვთ. მას შემდეგ, რაც აპლიკანტის ინფორმაციის შევსება დასრულებული იქნება, საჭიროა დააჭიროთ პროგრამებს რომ ნახოთ, თუ რომელ კომიტეტებზე გაქვთ განაცხადის გაკეთების უფლება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის შეტანა შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ეროვნული კომიტეტის საშუალებით. 

აპლიკაციაში ასევე მოცემულია ინტერაქციული შესასრულებელი დავალებების სია, სადაც ნაჩვენებია ონლაინ აპლიკაციის ყველა იმ სექციის თუ შესავსები ფორმის მიმდინარე მდგომარეობა, რომელიც აუცილებელია რომ შეივსოს თქვენს მიერ.

მე-2 საფეხური: შესასრულებელი დავალებები 1-4 - ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ.  

ეს სექცია უნდა შეივსოს ინგლისურად, განმცხადებლის მიერ.

  • პერსონალური ინფორმაცია;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • აკადემიური ინფორმაცია - აკადემიური მოსწრება (საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოწერით და ბეჭდით), 9 კლასის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მე-10 კლასში არიან. ასევე თქვენ დაგჭირდებათ აკადემიური მოსწრების თარგმნა, თუმცა არ არის აუცილებელი ოფიციალურად დამოწმებული თარგმანი; 
  • განაცხადის ძირითადი ინფორმაცია - ეს არის განაცხადის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს ესეს.

შესასრულებელ დავალებებში, სექციებს მიჰყევით თანმიმდევრულად და შეავსეთ ის ელექტრონული ფორმები, რომლებიც შერჩევისას გამოჩნდება.

მე-3 საფეხური: შესასრულებელი დავალება 5 - მშობლის/მეურვის ინფორმაცია და ავტორიზაცია.

ეს სექცია უნდა შეავსოს განმცხადებლის მშობელმა ან მეურვემ. სექცია შესაძლებელია შევსებულ იყოს როგორც ქართულად, ისე ინგლისურად. 

ამ შესასრულებელ დავალებაში, აირჩიეთ მშობლის/მეურვის ინფორმაცია და ავტორიზაცია და შეავსეთ ფორმა, სადაც მიუთითებთ სახელს, გვარს და ელექტრონული ფოსტის მისამართს იმ მშობლისას ან მეურვისას, რომელიც შემდგომ შეავსებს დავალებას და მიიღებს ნებაყოფლობით შეტყობინებას, რომელიც მიბმული იქნება მათ მოსაწვევზე. მას შემდეგ, რაც შეავსებთ ფორმას და დააჭერთ მოთხოვნის გაგზავნის ღილაკს, მოწვევა, ბმულის სახით, გაიგზავნება იმ ელ. ფოსტაზე, რომელიც თქვენ მიუთითეთ. ამ ბმულის მეშვეობით, თქვენი მშობელი ან მეურვე მიიღებს წვდომას შესავსებ ფორმაზე და შეძლებს მის შევსებას.მანამ, სანამ აღნიშნული ფორმა არ იქნება შევსებული, თქვენ არ გექნებათ უფლება რომ შეავსოთ განაცხადი.

შესასრულებელი დავალებების სიაში, მან უნდა აირჩიოს მშობლის ან მეურვის ფორმა და შეავსოს ის ფორმა, რომელიც გაიხსნება.  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი მშობელი ან მეურვე იმის შესახებ, რომ ისინი მიიღებენ ელ. ფოსტაზე მოთხოვნას ფორმის შევსების თაობაზე. ავტომატურად გამოგზავნილი შეტყობინებები ზოგჯერ იბლოკება სპამის ფილტრების მიერ. ამიტომ, თუკი თქვენს მშობელს ან მეურვეს, 10 წუთის განმავლობაში არ მიუღია მოსაწვევი, რომელიც შეიცავს ბმულს პირად ანგარიშზე წვდომის შესახებ, მათ უნდა შეამოწმონ სპამის საქაღალდე. თუ მოსაწვევი არ მიიღეს 24 საათის განმავლობაში, თქვენი ანგარიშიდან შესასრულებელ დავალებებში აირჩიეთ მშობლის/მეურვის ინფორმაცია და ავტორიზაცია და დააჭირეთ მოთხოვნის ხელახლა გაგზავნას. გარდა ამისა, გამოიყენეთ უკან დაბრუნების ვარიანტი, რომ წაშალოთ თქვენი მშობლის/მეურვის ინფორმაცია, დაამატოთ ახალი დეტალები და გაუგზავნოთ თქვენს მშობელს/მეურვეს ახალი ბმული ანგარიშზე წვდომის შესახებ. თუკი მოსაწვევი კიდევ არ გაიგზავნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: georgia@uwcnc.org.

მე-4 საფეხური: შესავსები დავალება 6 - სარეკომენდაციო წერილი (Community Reference). 

ეს დავალება შესაძლებელია შეივსოს ინგლისურად.

სექცია უნდა შეავსოს იმ ადამიანმა, ვისაც შეუძლია სარეკომენდაციო წერილის დაწერა განმცხადებლის სახელზე. აღნიშნული სექცია კატეგორიულად არ შეიძლება რომ შეივსოს სკოლის მასწავლებლის, ოჯახის წვერის ან მეგობრის მიერ. ადამიანი, რომელიც შეავსებს სექციას, უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) და უნდა გიცნობდეთ კარგად. ეს ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი მწვრთნელი/მენტორი (სკოლის გარეთ), ან თუკი თქვენ მუშაობთ მოხალისედ, თქვენი მენეჯერი. სარეკომენდაციო წერილში მოცემული ინფორმაცია კონფიდენციალურია. დეტალური რეკომენდაცია მოთხოვნილი იქნება მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც საბოლოო შერჩევის დღეს იქნებიან მიწვეულები მონაწილეობის მისაღებად. 

შესასრულებელი დავალებების სიაში აირჩიეთ სარეკომენდაციო წერილი (Community Reference) და შეავსეთ ფორმა, სადაც მიუთითებთ სახელს, გვარს და ელექტრონულ მისამართს იმ ადამიანისას, რომელიც შემდგომ დაწერს თქვენს სარეკომენდაციო წერილს. მას შემდეგ, რაც თქვენ დაასრულებთ ფორმის შევსებას და დააჭერთ მოთხოვნის გაგზავნას, მოთხოვნა ბმულის სახით გაიგზავნება იმ ელ. ფოსტაზე, რომელიც თქვენს მიერ არის მითითებული. ამ ბმულზე გადასვლით და პაროლის გამოყენებით, რეკომენდატორს ექნება წვდომა ფორმაზე და შეძლებს მის შევსებას. 

შესასრულებელი დავალებების სიაში, რეკომენდატორმა უნდა აირჩიოს სარეკომენდაციო წერილი (Community Reference)  და შეავსოს ფორმა, რომელიც შემდგომ გაიხსნება.  

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი რეკომენდატორი იმის შესახებ, რომ ის  მიიღებს ელ. ფოსტაზე მოთხოვნას ფორმის შევსების თაობაზე. ავტომატურად გამოგზავნილი შეტყობინებები ზოგჯერ იბლოკება სპამის ფილტრების მიერ. ამიტომ, თუკი თქვენს რეკომენდატორს, 10 წუთის განმავლობაში არ მიუღია მოსაწვევი, მან უნდა შეამოწმოს სპამის საქაღალდე. თუ მოსაწვევი არ მიიღეს 24 საათის განმავლობაში, თქვენი ანგარიშიდან შესასრულებელ დავალებებში აირჩიეთ სარეკომენდაციო წერილი (Community Reference)  და დააჭირეთ მოთხოვნის ხელახლა გაგზავნას. გარდა ამისა, გამოიყენეთ უკან დაბრუნების ვარიანტი და წაშალეთ რეკომენდატორის შესახებ ინფორმაცია, დაამატეთ ახალი დეტალები და გაუგზავნეთ ახალი მოსაწვევი ბმული თქვენს რეკომენდატორს. თუკი მოსაწვევი კიდევ არ გაიგზავნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: georgia@uwcnc.org.

მე-5 საფეხური: შესასრულებელი დავალება 7 - სკოლის რეკომენდაცია (School Reference). 

ეს დავალება შესაძლებელია შეივსოს ინგლისურად.

სექცია უნდა შეავსოს იმ მასწავლებელმა, რომელიც ყველაზე უკეთესად გიცნობთ. ეს თქვენი აკადემიური მოსწრების რეკომენდაციაა. აღნიშნულ რეკომენდაციაში მოწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. დეტალური რეკომენდაცია მოთხოვნილი იქნება მხოლოდ იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც საბოლოო შერჩევის დღეს იქნებიან მიწვეულები მონაწილეობის მისაღებად.

შესასრულებელი დავალებების სიაში აირჩიეთ სკოლის რეკომენდაცია (School Reference) და შეავსეთ ფორმა, სადაც მიუთითებთ სახელს, გვარს და ელექტრონულ მისამართს იმ მასწავლებლისას, რომელიც შემდგომ დაწერს თქვენს სარეკომენდაციო წერილს. მას შემდეგ, რაც თქვენ დაასრულებთ ფორმის შევსებას და დააჭერთ მოთხოვნის გაგზავნას, მოთხოვნა ბმულის სახით გაიგზავნება იმ ელ. ფოსტაზე, რომელიც თქვენს მიერ არის მითითებული. ამ ბმულზე გადასვლით და პაროლის გამოყენებით, სკოლის მასწავლებელს ექნება წვდომა ფორმაზე და შეძლებს მის შევსებას.

შესასრულებელი დავალებების სიაში, მასწავლებელმა უნდა აირჩიოს სკოლის რეკომენდაცია (School Reference) და შეავსოს ფორმა, რომელიც შემდგომ გაიხსნება. 

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გააფრთხილოთ თქვენი მასწავლებელი იმის შესახებ, რომ ის მიიღებს ელ. ფოსტაზე მოთხოვნას ფორმის შევსების თაობაზე. ავტომატურად გამოგზავნილი შეტყობინებები ზოგჯერ იბლოკება სპამის ფილტრების მიერ. ამიტომ, თუკი თქვენს მასწავლებელს, 10 წუთის განმავლობაში არ მიუღია მოსაწვევი ბმულის სახით, სექცია D-ზე წვდომისთვის,, მან უნდა შეამოწმოს სპამის საქაღალდე. თუ მოსაწვევი არ მიიღეს 24 საათის განმავლობაში, თქვენი ანგარიშიდან შესასრულებელ დავალებებში აირჩიეთ სკოლის რეკომენდაცია (School Reference)  და დააჭირეთ მოთხოვნის ხელახლა გაგზავნას. გარდა ამისა, გამოიყენეთ უკან დაბრუნების ვარიანტი და წაშალეთ მასწავლებლის შესახებ ინფორმაცია, დაამატეთ ახალი დეტალები და გაუგზავნეთ ახალი მოსაწვევი ბმული თქვენს მასწავლებელს. თუკი მოსაწვევი კიდევ არ გაიგზავნა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: georgia@uwcnc.org.

მე-6 საფეხური: დოკუმენტების ატვირთვა - შესასრულებელი დავალება 8-10. 
  • თქვენს პირად ანგარიშზე უნდა ატვირთოთ თქვენი ფოტო - პროფილის ფოტო. თქვენი სახე უნდა გადაღებული იყოს ახლო ხედით. გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ფაილის არჩევა (Choose File)”, რომ შეარჩიოთ სასურველი ფოტო თქვენს კომპიუტერში, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „შენახვა (save)”. სისტემა იღებს *.jpg, *.gif, *.png ფორმატის სურათებს. 
  • თქვენ აუცილებელია ატვირთოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეროვნული ან საერთაშორისო პასპორტი, დაბადების მოწმობა ან ID ბარათი) მას შემდეგ, რაც აირჩევთ პასპორტის, დაბადების მოწმობის ან ID ბარათის ატვირთვის ღილაკს შესასრულებელი დავალებების სიიდან. აპლიკაციის შევსების დროს თუ თქვენ არ გაქვთ პასპორტი (სამოგზაურო დოკუმენტი), ჩვენ გირჩევთ, რომ გააკეთოთ განაცხადი, რადგან თუკი თქვენ წარმატებით გაივლით შესარჩევ პროცესს, პასპორტი აუცილებლად დაგჭირდებათ. გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ფაილის არჩევა (Choose File)”, შეარჩიეთ სასურველი დოკუმენტი თქვენი კომპიუტერიდან, შემდეგ კი მონიშნეთ როგორც „შესრულებული (Mark as complete)”.
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაკეთებული ფორმის ასლი უნდა იყოს ხელმოწერილი განმცხადებლისა და მისი ერთი მშობლის/მეურვის მიერ. (აღნიშნული ფორმის გადმოწერა შესაძლებელია დავალების შესაბამისი ბმულის გამოყენებით). შესასრულებელი დავალებების სიაში უნდა აირჩიოთ „პერსონალური მონაცემების დამუშავების ასლის ატვირთვა (Upload a copy of the Consent to Personal Data Processing)”. გახსნილ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს „ფაილის არჩევა (Choose File)”, შეარჩიეთ სასურველი დოკუმენტი თქვენი კომპიუტერიდან, შემდეგ კი მონიშნეთ როგორც „შესრულებული (Mark as complete)”.
მე-7 საფეხური: აპლიკაციის გამოქვეყნება. 

ამ დავალების ჩამონათვალში, შეგიძლიათ შეამოწმოთ თითოეული დავალების მიმდინარე მდგომარეობა (იმის მიუხედავად, დასრულებულია თუ არა რეკომენდაციებისთვის განკუთვნილი სექციები) და შესრულებული დავალებების რაოდენობა. როდესაც აპლიკაციის ყველა სექციის შევსებას დაასრულებთ, დააჭირეთ ღილაკს “წარდგენა (Submit)”, რომ გადაეცეს თქვენი აპლიკაცია UWC შერჩევის კომიტეტს.  

შეამოწმეთ თქვენი აპლიკაცია!

დასრულებული აპლიკაციის გაგზავნამდე, შეგიძლიათ გამოიყენოთ „მიმოხილვის (Review)” ღილაკი, რომელიც მოთავსებულია წარსადგენი (Submit) ღილაკის გვერდით. აღნიშნული ქმედება დაგეხმარებათ იმაში, რომ დარწმუნდეთ ყველა დავალების სრულყოფილებაში.