შემდეგ ↓

UWC საქართველოში

UWC მოსწავლეების შერჩევა სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება ეროვნული კომისიების მიერ. ამჟამად ეროვნული კომისია არსებობს მსოფლიოს 150 ქვეყანაში. ეროვნული კომისიები ლონდონში მდებარე UWC International-ის მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით მოქმედებენ. მისი ამოცანაა განსაზღვროს UWC-ის მოძრაობის სტრატეგია, კოლეჯებში საგანმანათლებლო  სტანდარტების მონიტორინგი, ეროვნული კომისიების ფუნქციონირების განსაზღვრა და UWC  საერთაშორისო ოპერაციების კოორდინაცია.

 UWC საქართველო არის UWC საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. პირველი სტუდენტი საქართველოდან  UWC კოლეჯში სასწავლებლად შეირჩა 2014 წელს.ყოველ წელს ეროვნული კომისია არჩევს სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან UWC კოლეჯში სასწავლებლად. UWC Georgia-ს მთავარი მიზანი არის UWC მოძრაობის წარდგენა საქართველოში, კურსდამთავრებულების ურთიერთობების შენარჩუნება UWC სკოლებსა და კოლეჯებში, საქართველოდან კანდიდანტების შერჩევა და წარდგენა  UWC საგანმანათლებლო პროგრამებში.

UWC ეროვნული კომისიები იქმნება მრავალფეროვანი სპექტრის მქონე პირებით, რომლებიც მოიცავს UWC კურსდამთავრდებულებს, პროფესიონალ განმანათლებლებს და საზოგადოებაში ლიდერებს.

2013 წლიდან საქველმოქმედო ორგანიზაცია „Scholae Mundi” აქტიურად უჭერს მხარს UWC საქართველოს ფუნქციონირებას.

დღეს  UWC საქართველო არა მხოლოდ ირჩევს სტუდენტებს, აგრეთვე ორგანიზებას უწევს და მონაწილეობას იღებს აქტივობებში და ღონისძიებებში, რაც აისახება UWC მისიაში. თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზებულია UWC საქართველოს მიერ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აქ up here.

UWC  განათლება