შემდეგ ↓

მოკლევადიანი პროგრამები

ყოველ წელს, UWC მოძრაობა ატარებს მოკლევადიან პროგრამებს, რათა შექმნას მრავალფეროვანი ჯგუფები სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და რელიგიური წარმოშობის მქონე ახალგაზრდა ადამიანების  არა ერთი ქვეყნიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.

უმეტესი პროგრამებისა ივლისსა და აგვისტოში ორი ან სამი კვირით ტარდება და მოიცავს თემებს ლიდერობა, სტაბილურობა, კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება, იმართება ახალგაზრდული ფორუმები და საზაფხულო ბანაკები. მოკლევადიანი პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ადამიანებისათვის UWC მისიისა და ფასეულობების განსაზღვრას, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა თავი იგრძნონ UWC სტუდენტებად. ერთად ცხოვრება, სემინარებში, დისკუსიებში, საზოგადოების მომსახურეობაში და პირად პროექტებში მონაწილეობის დროს ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ერთვება UWC გამოცდილებაში და უფლებამოსილნი არიან ცვლილებები შეიტანონ თავიანთ საზოგადოებაში და მათ ფარგლებს გარეთ.

ესტუმრეთ ამ გვერდს მეტი ინფორმაციისათვის