შემდეგ ↓

რა არის UWC?

UWC (გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯები)  გლობალური მოძრაობაა, რომელიც განათლებას იყენებს, როგორც ძალას, რომ გააერთიანოს ხალხები, ერები და კულტურები მშვიდობისათვის და სტაბილური მომავლისათვის.     

You have not allowed cookies and this content may contain cookies.

If you would like to view this content please

გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების (UWC) მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს რწმენა იმისა, რომ განათლებას შეუძლია თავი მოუყაროს  ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან მიუხედავად მათი წარმომავლობისა და სოციალური სტატუსისა და ჩართოს ისინი  სოციალური ცვლილების შესაძლებლობაში გაბედული ქმედებებით, პირადი მაგალითებითა და თავდაუზოგავი ლიდერობით. ამის მისაღწევად, UWC-ის სკოლები და კოლეჯები მთელი მსოფლიოდან აწვდიან მოთხოვნად და ტრანსფორმაციულ საგანმანათლებლო გამოცდილებას მიზანმიმართულად მრავალფეროვან ახალგაზრდათა ჯგუფს და შთააგონებენ მათ გახდნენ პოზიტიური ცვლილებების აგენტები UWC-ის ძირითადი ღირებულებების შესაბამისად:

  • საერთაშორისო და კულტურათაშორისი ურთიერთგაგება
  • აზრთა სხვადასხვაობა
  • პირადი პასუხიმგებლობა და მთლიანობა
  • საერთო პასუხისმგებლობა და პატივისცემა
  • თანაგრძნობა და დახმარება
  • გარემოს დაცვა
  • იდეალიზმის გრძნობა
  • პირადი გამოწვევა
  • ქმედება და პირადი მაგალითი

  დღეს, UWC-ს აქვს 17 სკოლა და კოლეჯი 4 კონტინენტზე და ეროვნული კომისიები მსოფლიოს 159 ქვეყანაში. კოლეჯების უმეტესობა ფოკუსირებულია 16-19 წლის ასაკის ახალგაზრდებზე: ეს ის ასაკია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანების ენერგია და იდეალიზმი შეიძლება ემსახურებოდეს თანაგრძნობას, პასუხიმგებლობას და მუდმივ ქმედებას. ამ კოლეჯების ოფიცილალური სასწავლო გეგმა მოიცავს-საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომის პროგრამას (International Baccalaureate); ამ კვალიფიკაციის განვითარებაში UWC-ის მთავარი როლი ეკუთვნის, რომელშიც ასევე ხაზგასმულია პრაქტიკაზე დაყრდნობილი სწავლების, საზოგადოებრივი მომსახურებისა და გარე აქტივობების მნიშვნელობა.

    მოსწავლეების შერჩევა ეფუძნება კანდიდატის წარმოჩენილ დაპირებას და პოტენციალს. UWC-ის მთავარი მახასიათებლის თანახმად განათლება უნდა იყოს დამოუკიდებელი სტუდენტის სოციალურ-ეკონომიკური საშუალებებისაგან, ამიტომ IB დიპლომის მოსწავლეების 70% იღებს სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

  UWC აგრეთვე ატარებს მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებს- რომლებიც ტარდება  17 სკოლასა და კოლეჯში და მის ფარგლებს გარეთ-რაც ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას რომელთაც აქვთ წვდომა UWC-ის საგანმანათებლო გამოცდილებაზე.

  UWC მუდამ ხელს უწყობს სოციალური პასუხისმგებლობისადმი უწყვეტ ვალდებულაბას და დღეისათვის შთაგონებას უნერგავს 60 000 კურსდამთავრებულს მსოფლიოდან, რომლებსაც სჯერათ, რომ შესაძლებელია მოქმედება და ცვლილებების შეტანა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.