Skip to content ↓

UWC Day 2020

UWC Day წარმოადგენს UWC-ს მიზნისა და ღირებულელების ყოველწლიურ გლობალურ დღესასწაულს. ეს დღე აღინიშნება 21 სექტემბერს და გაერთიანებული ერების საერთაშორისო მშვიდობის დღეს ემთხვევა. აღნიშვნას უერთდება ათასობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის სტუდენტები და თანამშრომლები UWC სკოლებში, ნაციონალურ კომიტეტები, UWC კურსდამთავრებულები და მათი მეგობრები. 

ამ წლის UWC დღის თემაა - “United We Can” (ერთად ჩვენ შევძლებთ). განხეთქილება, დაძაბულობა და კედლები წარმოიქმნა მსოფლიოს ირგვლივ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თითქოს, UWC-ს მიზანი რომ გააერთანოს ხალხი, ერები და კულტურები განათლების საშუალებით ნელ-ნელა მეორეხარისხოვანი ხდება. თუმცა, გლობალური კრიზისების დროს- იქნება ეს ამჟამინდელი კრიზისი ჯანდაცვის სფეროში თუ ხანგრძლივი კლიმატის კრიზისი-  UWC-ს მიზანი ხდება უკიდურესად აუცილებელი. 

 

You have not allowed cookies and this content may contain cookies.

If you would like to view this content please

 

ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ჩატეხილ ხიდებს აშენებს, კარგად იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერად მსგავსი გამოწვევების დროს. ჩვენ ერთად შევძლებთ დავძლიოთ იზოლაცია, რომელიც ჩვენ გარშემო იგრძნობა. ჩვენ ერთად შევძლებთ გადავჭრათ კლიმატთან დაკავშირებული საკითხები და სხვა კონფლიქტები, რომელებიც ყველას გვაწუხებს. ეს ხომ ერთადერთი გამოსავალია.