სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები
“თავდაჯერებულობა საკუთარ შესაძლებლობებში, მოკრძალებულობა წარმატებისას, მადლიერება დამარცხებისას,სამართლიანობა გაბრაზებისას, სწორი შეფასება შელახული სიამაყისას და მზაობა ნებისმიერ დროს.”
კურტ ჰანი, UWC-ის დამფუძნებელი
‘კრეატიულობა, აქტივობა, მომსახურეობა’(CAS) ყოველთვის იყო UWC განათლების მთავარი მახასიათებელი. ყველა ასაკობრივი ჯგუფების სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ როგორც საკლასოს აგრეთვე გარე სამყაროს, იყვნენ ჩართულნი და აქტიურები შემოქმედებითი, ფიზიკური, სოციალური და საზოგადოებრივი საქმიანობების ფართო სპექტრში. თითოეული UWC-ის სკოლა და კოლეჯი გვთავაზობს CAS აქტივობის ფართო სპექტრს- ორივე როგორც ფაკულტეტით გათვალისწინებულს, აგრეთვე სტუდენტების მიერ ინიცირებულსა და ჩატარებულს.
კრეატიულობა
ხელოვნება და გამოცდილება, რომელიც მოიცავს კრეატიულ აზროვნებას და ქმედებას. ამის მაგალითია თეატრი, მუსიკა, ხელოვნების ისტორია, კულტურული ვიზიტები და ცეკვა.
აქტივობა
ფიზიკური ვარჯიში და ფიზიკური გამოწვევები. მათგან ზოგიერთია კლდეზე ცოცვა, კაიკინგი, სირბილი, კალათბურთი, სპორტული ორიენტირება და მრავალი სხვა.
მომსახურება
უსასყიდლო და ნებაყოფლობითი გაცვლა, რომელსაც სასწავლო სარგებელი აქვს სტუდენტებისთვის და სკოლის ადგილობრივი საზოგადოებისათვის.
ეს დიაპაზონი დიდია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჩვენი სკოლებისა და კოლეჯისა მოიცავს ადგილობრივ საბავშვო ბაღებს, სირბილის აქტივობებს ლტოლვილთა ბანაკებში, სპორტულ და თეატრალურ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის პირების ჩართვას, მეცნიერების გავრცელებას ბავშვებში და მოზარდებში, ინგლისურენოვანი საუბრების შეთავაზებას ადგილობრივი საზოგადოებისათვის, მუშაობას კამპუსის მცენარეულ ფერმაში, მულტიკულტურული გამოცდილების შეთავაზებას ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისათვის.
CAS ცხადყოფს, რომ UWC განათლება არ არის უბრალოდ აკადემიური გამოწვევა, არამედ ცხოვრებისადმი მიდგომა: სხვებისათვის კავშირებისა და თანაგრძნობის განვითარება.CAS საშუალებას აძლევს სტუდენტებს თავიანთი სწავლა საკლასო ოთახებიდან გადაიტანონ პრაქტიკაში. UWC-ის ძირითადი CAS კომპონენტის მეშვეობით სტუდენტებს უვითარდებათ ინტერპერსონალური უნარები ექსპერიმენტალური სწავლებით, პირადი გამოწვევების დასაძლევად სამოგზაუროდ წასვლა, რაც იძლევა მნიშვნელოვან ბალანსს აკადემიური სწავლებასთან ერთად.
CAS პროექტები არ შემოიფარგლება შეზღუდული აქტივობებით, რაც IB დიპლომის მოთხოვნის ნაწილია. სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ, დააფუძნონ და მართონ სხვადასხვა პროექტები, კლუბები და ა.შ.