ხელმისაწვდომი პროცესი და ვადები
გადარჩევის პროცესი და ვადები
Month | Selection process |
---|---|
23 აგვისტო - 27 ოქტომბერი | ონლაინ განაცხადი |
30 ოქტომბერი - 7 ნოემბერი | უნარების ტესტი |
23 ნოემბერი | ვიდეო გასაუბრება |
14 დეკემბერი | საბოლოო შერჩევის დღე |
დეკემბერი - იანვარი | ფინანსური მდგომარეობის შეფასება |
მარტი - ივნისი | ნომინაცია |
ივლისი | ონლაინ საორიენტაციო კურსი |
*ზუსტი თარიღები და ვადები შესაძლოა შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში კანდიდატები შეტყობინებას მიიღებენ ელ-ფოსტის საშუალებით.
გადარჩევის პროცედურა
ონლაინ განაცხადი
აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის გარკვეული დავალებები უნდა შეასრულონ არა მხოლოდ აპლიკანტმა და მისმა მშობლებმა, არამედ მისმა მასწავლებელმა და ისეთმა ვინმემ, ვინც ძალიან კარგად იცნობს აპლიკანტს კლასგარეშე აქტივობებში.
აპლიკაციის შესავსებად საჭირო დოკუმენტები (დოკუმენტების თარგმნა არ არის საჭირო, თუ ეს არ იქნება მითითებული):
- აპლიკანტის პასპორტის (მთავარი გვერდი ფოტოთი), პირადობის ან დაბადების მოწმობის სკანირებული ასლი.
- ბოლო სრული სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების სკანირებული ასლი (მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ზოგადი საშუალო განათლების სერტიფიკატი).
- პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის შევსებული და ხელმოწერილი სკანირებული ასლი.
- საკუთარი ფოტოს სკანირებული ასლი.
აპლიკაცია შედგება შემდეგი დავალებებისგან:
დავალებები „პერსონალური ინფორმაცია“ და „საკონტაქტო ინფორმაცია“ უნდა შესრულდეს აპლიკანტის მიერ. ეს სექციები ეხმარება UWC-ს გაიგოს, როგორ ფიქრობს აპლიკანტი, არის თუ არა იგი შესაფერისი კანდიდატი UWC-სთვის და რამდენად შეესაბამება UWC აპლიკანტს.
„აკადემიური ინფორმაციის“ სექციაში ემატება აპლიკანტის აკადემიური მოსწრების ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ასლი, აპლიკანტის ბოლო სასწავლო წლის შეფასებების ჩათვლით (მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ დაურთონ მე-9 კლასის დამამთავრებელი მოწმობის ასლი).
„აპლიკაციის ძირითადი ინფორმაცია“ მოიცავს კითხვებზე პასუხის გაცემას და 50-დან 400 სიტყვამდე მოკლე ესეების დაწერას. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწევების არსებობის შემთხვევაში ემატება დოკუმენტი/ები - დასტური (პრემია, დიპლომი, სერთიფიკატი).
სექცია „მშობელ(ებ)ის/მეურვე(ები)ს ინფორმაცია და ავტორიზაცია“ საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ ისინი მხარს უჭერენ აპლიკანტის გადაწყვეტილებას UWC-ში აპლიკაციის შეტანის თაობაზე და რომ აპლიკანტი აცნობიერებს UWC-ში აპლიკაციის შესატანად არსებულ ყველა პირობას.
განაცხადი ჩაითვლება დასრულებულად და დაექვემდებარება განხილვას მხოლოდ ყველა სექციის / დავალების დასრულებულად მონიშვნის შემთხვევაში. ყველა ტექნიკური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ეს დავალებები, მოწოდებული იქნება სააპლიკაციო პლატფორმაზე.
უნარების ტესტი
ეს ტესტი მიზნად ისახავს შეაფასოს, თუ როგორ შეუძლიათ კანდიდატებს სხვადასხვა ამოცანის ამოხსნა. ტესტი შედეგება ორი, ვერბალური და არავერბალური, სექციისგან. თითო სექციაში არის 20 (ჯამში 40) შეკითხვა და გრძელდება 40 წუთი. ტესტი არ აფასებს კანდიდატის ცოდნას რომელიმე მიმართულებით, არამედ მიზნად ისახავს აჩვენოს კომისიას, თუ როგორ აზროვნებს კანდიდატი და როგორ იყენებს ის სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რათა უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
ტესტის დაწყებამდე შეგიძლიათ აირჩიოთ ენა, რომელზეც გსურთ ტესტის დაწერა. ეს შესაძლოა იყოს როგორც თქვენი მშობლიური ენა, ისე სხვა ენა. ტესტის დასაწერად შერჩეული ენა გავლენას არ ახდენს მის შედეგებზე. ამ ეტაპისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო.
ვიდეო გასაუბრება
ონლაინ განაცხადის შევსებისა და ტესტის გავლის შედეგად შერჩეული კანდიდატები მონაწილეობას მიიღებენ ვიდეო გასაუბრებაში. ვიდეო ზარი გრძელდება 20 წუთი და მოიცავს შერჩევის კომისიის 2 წევრთან გასაუბრებას. ამ ეტაპის მიზანია, რომ შერჩევის კომისიამ კანდიდატი უკეთ გაიცნოს. გასაუბრება, როგორც წესი, ხდება ინგლისურ ენაზე, თუმცა კანდიდატებს ინგლისური ენის მაგივრად შეუძლიათ აირჩიონ მათი მშობლიური ენა, თუ კომისიის ორი წევრიდან ერთ-ერთი მაინც საუბრობს ამ ენაზე.
დამატებითი ინფორმაცია (კოლეჯების პრიორიტეტულობა, რეკომენდაციები)
რეკომენდაციები
- „სარეკომენდაციო წერილი“ უნდა შეივსოს ისეთი ვინმეს მიერ, ვისაც შეუძლია აპლიკანტისთვის რეკომენდაციის გაწევა. ეს არ უნდა იყოს მასწავლებელი, ოჯახის წევრი ან მეგობარი, არამედ ისეთი ვინმე, ვინც კარგად იცნობს აპლიკანტს საკლასო ოთახის გარეთ და არის 18 წელზე მეტის. შესაბამისი პირების მაგალითებია სპორტული მწვრთნელები (სკოლის გარეთ) ან აპლიკანტის ხელმძღვანელი, თუ აპლიკანტი ამჟამად დასაქმებულია ან მუშაობს მოხალისედ.
- „სკოლის რეკომენდაცია“ უნდა შეავსოს მასწავლებელმა, რომელიც კარგად იცნობს აპლიკანტს.
კოლეჯების პრიორიტეტულობა
თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ UWC კოლეჯები იმის მიხედვით, თუ რომლებში გსურთ ყველაზე მეტად სწავლა (1 – ყველაზე სასურველი, 18 – ყველაზე ნაკლებად სასურველი).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ განაცხადს აკეთებთ UWC მოძრაობაში და არა კონკრეტულ კოლეჯში. ასე რომ, თუ შესარჩევ პროცესში წარმატებას მიაღწევთ, გადანაწილდებით იმ კოლეჯში, რომელიც შერჩევის კომიტეტის აზრით, საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. კოლეჯების სია უბრალოდ თქვენი პრიორიტეტების გამოხატვის შანსი იქნება.
საბოლოო შერჩევის დღე
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას საბოლოო შერჩევის ეტაპში. ეს პროცესი მოიცავს ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებს, რომლებიც უმეტესწილად წარიმართება ინგლისურ ენაზე. ამ ეტაპისთვის შერჩევის შემთხვევაში, მასზე დასწრება სავალდებულოა. საბოლოო შესარჩევი პროცესის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, კანდიდატებს ელ-ფოსტაზე მიუვათ პასუხი შეირჩნენ, მომლოდინეთა სიაში არიან, თუ ვერ შეირჩნენ პროგრამისთვის.
ფინანსური მდგომარეობის შეფასება
UWC მოძრაობა უზრუნველყოფს დაფინანსებას შერჩეული მონაწილეებისთვის მათი საჭიროების მიხედვით. ყველა შერჩეული კანდიდატის მშობელმა/მეურვემ უნდა შეავსოს ფინანსური მდგომარეობის შემფასებელი ფორმა და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები. ფინანსური კომისია გამოიკვლელევს ამ ინფორმაციასა და დოკუმენტებს და განსაზღვრავს დაფინანსების რაოდენობას. როცა ფინანსური შემოწმება დასრულდება, ეროვნული კომისია კანდიდატს გაუგზავნის შეთავაზებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მისთვის შერჩეულ UWC კოლეჯზე, დაფინანსების რაოდენობასა და მშობლის ფინანსურ ვალდებულებაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კანდიდატი ან თანხმდება, ან უარს ამბობს შეთავაზებაზე. შეთავაზების ცვლილება არ ხდება და თუ მასზე კანდიდატი უარს განაცხადებს, ის ვერ მიიღებს ახალ შეთავაზებას.
ნომინაცია
როცა კანდიდატი თანხმდება შეთავაზებას, ეროვნული კომისია განაცხადში მითითებული პრიორიტეტებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით მის კანდიდატურას წარუდგენს კონკრეტულ UWC კოლეჯს. როგორც წესი, UWC კოლეჯები თანხმდებიან კანდიდატების მიღებას შესარჩევი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. მიუხედავად ამისა, კოლეჯი იტოვებს უფლებას თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული კანდიდატის შესახებ.
მომლოდინეთა სიაში მყოფი მოსწავლეები, რომელთა ნომინირებაც ვერ მოხდა, წარდგენილნი იქნებიან კანდიდატთა სიაში, საიდანაც UWC კოლეჯები მათ ადგილების არსებობის შემთხვევაში შეარჩევენ.
ონლაინ საორიენტაციო კურსი
როდესაც ნომინირების პროცესი დასრულდება, შერჩეული კანდიდატები და მომავალი UWC მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ 2 კვირიან საორიენტაციო კურსში, რომლის განმავლობაშიც გაიგებენ და გამოცდიან, თუ როგორია იყო UWC-ის მოსწავლე. მათ ექნებათ შესაძლებლობა განივითარონ სხვადასხვა უნარი, გაიგონ მეტი IB პროგრამის შესახებ და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარებათ შემდეგი 2 წლის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააკეთონ UWC შერჩევის კომისიაში და არა კონკრეტულ კოლეჯში(თუ გსურთ რომელიმე კონკრეტულ კოლეჯს მიმართოთ უნდა ჩაირიცხოთ გლობალური შერჩევის პროგრამის მეშვეობით და შეძლოთ კოლეჯის სრული საფასურის დაფარვა).
- კანდიდატს შეუძლია მხოლოდ ერთ შერჩევის კომისიას მიმართოს და გააკეთოთ განაცხადი თუ გექნებათ ამის უფლება.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ აგრეთვე უფლება მიიღონ მონაწილეობა.
- კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამხელას.