Skip to content ↓

ხელმისაწვდომი პროცესი და ვადები

 


ხელმისაწვდომი პროცესი და ვადები, აგრეთვე სათანადო კრიტერიუმები შეიძლევა შეიცვალოს. სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება განაცხადის გახსნის დღეს.

გადარჩევის პროცესი და ვადები

*-ზუსტი თარიღები და ვადები გამოქვეყნდება განაცხადების გახსნის დღეს და შეიძლება შეიცვალოს. კანდიდატებს ცვლილება ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.

Month Selection process
სექტემბერი-ნოემბერი განაცხადი
ნოემბერი ონლაინ ტესტი
ნოემბერი ვიდეო ინტერვიუ
თებერვალი შერჩევის ფინალური დღე
თებერვალი-მარტი ფინანსური მოსაკრებელი
 აპრილი ნომინაცია

გადარჩევის პროცედურა

ონლაინ აპლიკაციის შევსება  

აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის გარკვეული დავალებები უნდა შეასრულონ არა მხოლოდ აპლიკანტმა და მისმა მშობლებმა, არამედ მისმა მასწავლებელმა და ისეთმა ვინმემ, ვინც ძალიან კარგად იცნობს აპლიკანტს კლასგარეშე აქტივობებში.

აპლიკაციის შესავსებად საჭირო დოკუმენტები (დოკუმენტების თარგმნა არ არის საჭირო, თუ ეს არ იქნება მითითებული):

  •  აპლიკანტის პასპორტის (მთავარი გვერდი ფოტოთი), პირადობის ან დაბადების მოწმობის სკანირებული ასლი.
  •  ბოლო სრული სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების სკანირებული ასლი (მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ ზოგადი საშუალო განათლების სერტიფიკატი).
  • პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის შევსებული და ხელმოწერილი სკანირებული ასლი.
  • საკუთარი ფოტოს სკანირებული ასლი.

აპლიკაცია შედგება შემდეგი დავალებებისგან:

დავალებები „პერსონალური ინფორმაცია“ და „საკონტაქტო ინფორმაცია“ უნდა შესრულდეს აპლიკანტის მიერ. ეს სექციები ეხმარება UWC-ს გაიგოს, როგორ ფიქრობს აპლიკანტი, არის თუ არა იგი შესაფერისი კანდიდატი UWC-სთვის და რამდენად შეესაბამება UWC აპლიკანტს.

„აკადემიური ინფორმაციის“ სექციაში ემატება აპლიკანტის აკადემიური მოსწრების ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ასლი, აპლიკანტის ბოლო სასწავლო წლის შეფასებების ჩათვლით (მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ დაურთონ მე-9 კლასის დამამთავრებელი მოწმობის ასლი).

„აპლიკაციის ძირითადი ინფორმაცია“ მოიცავს კითხვებზე პასუხის გაცემას და 50-დან 400 სიტყვამდე მოკლე ესეების დაწერას. ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწევების არსებობის შემთხვევაში ემატება დოკუმენტი/ები - დასტური (პრემია, დიპლომი, სერთიფიკატი).

სექცია „მშობელ(ებ)ის/მეურვე(ები)ს ინფორმაცია და ავტორიზაცია“ საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ ისინი მხარს უჭერენ აპლიკანტის გადაწყვეტილებას UWC-ში აპლიკაციის შეტანის თაობაზე და რომ აპლიკანტი აცნობიერებს UWC-ში აპლიკაციის შესატანად არსებულ ყველა პირობას.

განაცხადი ჩაითვლება დასრულებულად და დაექვემდებარება განხილვას მხოლოდ ყველა სექციის / დავალების დასრულებულად მონიშვნის შემთხვევაში. ყველა ტექნიკური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ეს დავალებები, მოწოდებული იქნება სააპლიკაციო პლატფორმაზე.

ონლაინ ტესტი 

ეს ტესტი მიზნად ისახავს გესმოდეს სხვადასხვა ამოცანების გადაჭრა. წინასწარ მომზადება საჭირო არ არის.

ონლაინ ვიდეო ინტერვიუ 

აპლიკაციისა და ტესტების შედეგების მიხედვით, კანდიდატები მიწვეულ იქნებიან მიიღონ მონაწილეობა ვიდეო ინტერვიუში.

დამატებითი ინფორმაცია (კოლეჯების პრიორიტეტულობა, რეკომენდაციები) 

რეკომენდაციები

  • „სარეკომენდაციო წერილი“ უნდა შეივსოს ისეთი ვინმეს მიერ, ვისაც შეუძლია აპლიკანტისთვის რეკომენდაციის გაწევა. ეს არ უნდა იყოს მასწავლებელი, ოჯახის წევრი ან მეგობარი, არამედ ისეთი ვინმე, ვინც კარგად იცნობს აპლიკანტს საკლასო ოთახის გარეთ და არის 18 წელზე მეტის. შესაბამისი პირების მაგალითებია სპორტული მწვრთნელები (სკოლის გარეთ) ან აპლიკანტის ხელმძღვანელი, თუ აპლიკანტი ამჟამად დასაქმებულია ან მუშაობს მოხალისედ.
  • „სკოლის რეკომენდაცია“ უნდა შეავსოს მასწავლებელმა, რომელიც კარგად იცნობს აპლიკანტს.

კოლეჯების პრიორიტეტულობა

თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ UWC კოლეჯები იმის მიხედვით, თუ რომლებში გსურთ ყველაზე მეტად სწავლა (1 – ყველაზე სასურველი, 18 – ყველაზე ნაკლებად სასურველი).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ განაცხადს აკეთებთ UWC მოძრაობაში და არა კონკრეტულ კოლეჯში. ასე რომ, თუ შესარჩევ პროცესში წარმატებას მიაღწევთ, გადანაწილდებით იმ კოლეჯში, რომელიც შერჩევის კომიტეტის აზრით, საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. კოლეჯების სია უბრალოდ თქვენი პრიორიტეტების გამოხატვის შანსი იქნება.

საბოლოო შერჩევის დღე 

ვიდეო ინტერვიუს შერჩევის საფუძველზე წარმატებული კანდიდატები მიწვეულები იქნებიან საბოლოო შერჩევის დღეზე, რომელიც გაიმართება UWC Dilijan college. (UWC Dilijan კოლეჯში). ეს საფეხური მოიცავს გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს, რომელიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება.თუ თქვენ დასკვნით ტურში მიგიწვიეს, დასწრება სავალდებულოა.

ფინანსური შეფასება 

რადგან სტიპენდიები გათვალისწინებულია კანდიდატის საჭიროების მიხედვით ყველა წარდგენილმა კანდიდატმა უნდა შეავსოს ფინანსური შეფასების ფორმა.

ადგილების განაწილება კოლეჯებში

შერჩევის კომისია წარმატებულ კანდიდატებს ჩარიცხავენ UWC კოლეჯში, განაცხადის ფორმით მითითებულ კანდიდატთა უპირატესობის მიხედვით. ზოგადი წესის მიხედვით, კოლეჯები საკონკურსო კომისიების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღებენ კანდიდატებს. თუმცა, კოლეჯები იტოვებენ უფლებას საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული კანდიდატის შესახებ თვითონ მიიღონ.

 გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააკეთონ UWC შერჩევის კომისიაში და არა კონკრეტულ კოლეჯში(თუ გსურთ რომელიმე კონკრეტულ კოლეჯს მიმართოთ უნდა ჩაირიცხოთ გლობალური შერჩევის პროგრამის მეშვეობით და შეძლოთ კოლეჯის სრული საფასურის დაფარვა).
  • კანდიდატს შეუძლია მხოლოდ ერთ შერჩევის კომისიას მიმართოს და გააკეთოთ განაცხადი თუ გექნებათ ამის უფლება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ აგრეთვე უფლება მიიღონ მონაწილეობა.
  • კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამხელას.