Skip to content ↓

UWC ისტორია & დაფუძნების იდეები

21-ე საუკუნის ტურბულენტურ სამყაროში, UWC-ის მიზნები და  ამოცანები ისეთივე აქტუალურია, როგორც 1962 წელს იყო - შესაძლოა უფრო მეტადაც კი.

UWC დაარსდა 1962 წელს, როდესაც ატლანტიკის კოლეჯში, სამხრეთ უელსში, დიდ ბრიტანეთში მიიღეს პირველი სტუდენტი.იმ დროს როდესაც ცივი ომი იყო მწვერვალში, მიზანი იყო სხვადასხვა ერის ახალგაზრდა ადამიანების შეკრება, რათა მათ ემოქმედათ როგორც მშვიდობის დამცველებს განათლებაზე დაყრდნობით, რომლის  საფუძველი იყო სწავლა, თანამშრომლობა და გაგება.

  UWC-ის საგანმანათლებლო კონცეფცია დაფუძნებულია გერმანელი განმანათლებლის კურტ ჰანის იდეებზე, რომელიც იყო UWC მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჰანს სჯეროდა, რომ სკოლა უნდა იყოს, არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ  ცხოვრებისათვის მოსამზადებელი ეტაპი. განათლება უნდა ეხმარებოდეს სტუდენტებს სირთულეების დაძლევაში და იმ უნარის განვითარებაში, რომ მარცხი განიცადონ ისევე, როგორც ისინი განიცდიან წარმატებას.

  UWC მოძრაობის დაარსება 1962 წელს იყო  ჰანის  აზროვნების კულმინაცია. ჰანი იყო პიონერი განათლებაში, ზოგიერთი სასწავლებლები მისი პირველი ინიციატივებიდან მოიცავს Salem School-ს გერმანიაში და  Outward Bound-ს; შემდეგ, 1958 წელს,როდესაც ის ესწრებოდა ნატოს შტაბ კოლეჯში გამართულ კონფერენციას, მისი შთაგონების წყარო გახდა მეორე მსოფლიო ომის მოწინავე მეტოქეები. მას მიაჩნდა, რომ თუ  შეძლებდა ახალგაზრდა ადამიანებისთვის მსოფლიოდან მიეცა განათლება, ამით თავიდან აიცილებდნენ მომავალ კონფლიქტებს. სწორად ამ რწმენით, რომ განათლების ძალა შეცვლიდა მსოფლიოს, ჩამოყალიბდა UWC მოძრაობა, მისიით რომ განათლება გახდეს ძალა რომელიც გააერთიანებს ხალხებს, ერებსა და კულტურებს, მშვიდობიანობისათვის და სტაბილური მომავლისათვის.

  მას შემდეგ UWC მტკიცედ ახორციელებს სტუდენტებისათვის რთული და ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო გამოცდილების უზრუნველყოფას, რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი გახდნენ პოზიტიური ცვლილებების აგენტები და შექმნან უფრო მშვიდობიანი და სტაბილური მომავალი.

ეს სექცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე

Page 2

Timeline

UWC Today

18


There are 18 UWC schools and colleges

150


We are represented in more than 150 countries through our national committees.

60,000


More than 60,000 students from over 180 countries have studied at UWC schools and colleges and on our short course programmes.