ხელმისაწვდომი პროცესი და ვადები
ხელმისაწვდომი პროცესი და ვადები, აგრეთვე სათანადო კრიტერიუმები შეიძლევა შეიცვალოს. სრული ინფორმაცია გამოქვეყნდება განაცხადის გახსნის დღეს.
გადარჩევის პროცესი და ვადები
*-ზუსტი თარიღები და ვადები გამოქვეყნდება განაცხადების გახსნის დღეს და შეიძლება შეიცვალოს. კანდიდატებს ცვლილება ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.
Month | Selection process |
---|---|
სექტემბერი-ნოემბერი | განაცხადი |
ნოემბერი | ონლაინ ტესტი |
ნოემბერი | ვიდეო ინტერვიუ |
თებერვალი | შერჩევის ფინალური დღე |
თებერვალი-მარტი | ფინანსური მოსაკრებელი |
აპრილი | ნომინაცია |
გადარჩევის პროცედურა
ონლაინ განაცხადის ფორმა.
განაცხადი უნდა შესრულდეს კანდიდატის მიერ ინგლისურ ენაზე.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადის გარკვეული ნაწილი შევსებული უნდა იყოს არა მხოლოდ კანდიდატის, არამედ მასწავლებლისა და მშობლის მიერ.
თქვენ განაცხადს უნდა დაურთოთ
- პასპორტის ასლი
- თქვენი აკადემიური ჩანაწერის ხელმოწერილი და ბეჭედ დარტყმული ასლი, მათ შორის ბოლო აკადემიური წლის შეფასებები წლის ბოლოს.
- ხელმოწერილი პერსონალური ინფორმაციაზე თანხმობა
მხოლოდ სრულად დასრულებული განაცხადები განიხილება.
განყოფილებები A1 და A2 ივსება კანდიდატების მიერ. ეს განყოფილებები ხელს უწყობენ UWC-ს თქვენი სიტყვებით როგორ და რატომ ხართ შესაფერისები UWC-თვის და რატომ არის UWC შესაფერისი თქვენთვის.
განყოფილება B უნდა შეივსოს მშობლის მიერ. მათ უნდა დაადასტურონ, რომ ისინი მხარს უჭერენ თქვენს გადაწყვეტილებას UWC -ის მიმართ და რომ ყველა პირობა ნათელია თქვენთვის.
განყოფილება C - საზოგადოების რეკომენდაცია. ეს ადამიანი არ უნდა იყოს მასწავლებელი, ოჯახის წევრი ან მეგობარი, მაგრამ ის ვინც კარგად გიცნობთ, 18 წლის ზემოთ.მაგალითისათვის ასეთი შესაფერისი ადამიანი შეიძლება იყოს თქვენი მწვრთნელი (სკოლის გარეთ) ან თქვენი ზედამხედველი, თუ თქვენ ამჟამად დასაქმებული ხართ ან მოხალისეთ მუშაობთ.
განყოფილება D- აკადემიური რეკომენდაცია. ეს არის თქვენი სკოლის მასწავლებლის რეკომენდაცია.
ონლაინ ტესტი
ეს ტესტი მიზნად ისახავს გესმოდეს სხვადასხვა ამოცანების გადაჭრა. წინასწარ მომზადება საჭირო არ არის.
ონლაინ ვიდეო ინტერვიუ
აპლიკაციისა და ტესტების შედეგების მიხედვით, კანდიდატები მიწვეულ იქნებიან მიიღონ მონაწილეობა ვიდეო ინტერვიუში.
საბოლოო შერჩევის დღე
ვიდეო ინტერვიუს შერჩევის საფუძველზე წარმატებული კანდიდატები მიწვეულები იქნებიან საბოლოო შერჩევის დღეზე, რომელიც გაიმართება UWC Dilijan college. (UWC Dilijan კოლეჯში). ეს საფეხური მოიცავს გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს, რომელიც ინგლისურ ენაზე ჩატარდება.თუ თქვენ დასკვნით ტურში მიგიწვიეს, დასწრება სავალდებულოა.
ფინანსური შეფასება
რადგან სტიპენდიები გათვალისწინებულია კანდიდატის საჭიროების მიხედვით ყველა წარდგენილმა კანდიდატმა უნდა შეავსოს ფინანსური შეფასების ფორმა.
ადგილების განაწილება კოლეჯებში
შერჩევის კომისია წარმატებულ კანდიდატებს ჩარიცხავენ UWC კოლეჯში, განაცხადის ფორმით მითითებულ კანდიდატთა უპირატესობის მიხედვით. ზოგადი წესის მიხედვით, კოლეჯები საკონკურსო კომისიების რეკომენდაციებზე დაყრდნობით მიიღებენ კანდიდატებს. თუმცა, კოლეჯები იტოვებენ უფლებას საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული კანდიდატის შესახებ თვითონ მიიღონ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- კანდიდატებმა განაცხადი უნდა გააკეთონ UWC შერჩევის კომისიაში და არა კონკრეტულ კოლეჯში(თუ გსურთ რომელიმე კონკრეტულ კოლეჯს მიმართოთ უნდა ჩაირიცხოთ გლობალური შერჩევის პროგრამის მეშვეობით და შეძლოთ კოლეჯის სრული საფასურის დაფარვა).
- კანდიდატს შეუძლია მხოლოდ ერთ შერჩევის კომისიას მიმართოს და გააკეთოთ განაცხადი თუ გექნებათ ამის უფლება.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ აგრეთვე უფლება მიიღონ მონაწილეობა.
- კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამხელას.